
სასტუმრო რედისონში, ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად იმუშავებენ, რათა "მთავარმა არხმა" მუშაობა არ შეწყვიტოს.
"თითოეული ჩვენგანი, ვინც დღეს აქ ესწრებოდა შეხვედრას, შევთანხმდით, რომ გავაკეთებთ ყველაფერს სხვადასხვა შესაძლებლობებით, რომ არხმა არ შეწყვიტოს მაუწყებლობა მას შემდეგ, რაც მისი სულისჩამდგმელი, მთავარი დამფუძნებელი და დირექტორი, ნიკა გვარამია უკანონოდ დააპატიმრეს",-თქვა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.