
"მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი და გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, გიორგი გაბუნია სატელევიზიო ეთერში ბრუნდება. ამის შესახებ მთავარი არხის ტელეწამყვანმა ეკა კვესიტაძემ ისაუბრა.
"გიორგი გაბუნია ბრუნდება სატელევიზიო ეთერში. ეს ჩვენი გუნდის მოთხოვნაა, ის დაბრუნდება, შეცვლის ნიკას, ის არის ჩვენი დირექტორი დღეიდან და ბედნიერი ვარ რომ ის ჩვენ არხზე დაბრუნდება ხალხისთვის", - თქვა ეკა კვესიტაძემ.
მისივე თქმით, გენერალური დირექტორის მოვალეობას დიტო საძაგლიშვილი შეასრულებს.