
"მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, "ლელოს" წევრი, ლევან სამუშია მოინახულებს. საპატიმროში შესვლამდე სამუშიამ კომენტარი "მთავარ არხთან" გააკეთა და ოპოზიციის გეგმებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია და ყველა, ვისაც დასავლური მომავალი აღელვებს უნდა გაერთიანდეს.
"რაც შეეხება ოპოზიციის გეგმებს, საზოგადოების, ეს უნდა იყოს ერთიანი, ვისაც ჩვენი ქვეყნის დასავლური მომავალი აერთიანებს და ეს არის ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა. ამისთვის უნდა გავერთიანდეთ, ხოლო სხვა გეგმებზე მოგვიანებით შეიძლება ვისაუბროთ",- თქვა ლევან სამუშიამ.
დღესვე ნიკა გავრამიას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ეკა ხერხეულიძე და ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი მოინახულებს.