მარიუპოლის მთელი გარნიზონი, ასრულებს უმაღლესი მთავარსარდლის გადაწყვეტილებას - პროკოპენკო

გამოქვეყნდა:

"აზოვის" პოლკის მეთაურის, დენის პროკოპენკო მორიგ ვიდეო მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ მარიუპოლის მთელი გარნიზონი, ასრულებს უმაღლესი მთავარსარდლის გადაწყვეტილებას და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვთ.

მისივე თქმით, ვერცერთი შეიარაღება, ვერ იმუშავებს სამხედროების პროფესიონალური მომზადების გარეშე.

"82 დღის განმავლობაში ვიგერიებდით მოწინააღმდეგის უმაღლეს ძალებს და უკრაინის არმიას მივეცით შესაძლებლობა გადაჯგუფებულიყვნენ. მოემზადებინათ მეტი პირადი შემადგენლობა და მიეღოთ დიდი რაოდენობით შეიარაღება პარტნიორი ქვეყნებისგან. ვერცერთი შეიარაღება, ვერ იმუშავებს სამხედროების პროფესიონალური მომზადების გარეშე, რაც მათ ხდის არმიის ძვირფას ელემენტად სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, მარიუპოლის მთელი გარნიზონი ასრულებს უმაღლესი მთავარსარდლის გადაწყვეტილებას და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს", - ამბობს პროკოპენკო  

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი