
არ ჭამს კი არა,ვერ ჭამს მძიმე დაავადების გამო, გ ა ი გ ეთ!!!!!!!!!! - წერს ფეისბუქზე მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ნიკოლოზ სააკაშვილი მოუწოდებს ყველას, დაასრულონ მისი შვილის სიცოცხლით თამაში და სამედიცინო კვლევების შედეგები გამოაქვეყნონ:
"დღემდე ვიყავი იმედიანად, მოლოდინის რეჟიმში. ველოდებოდი კლინიკიდან სამედიცინო კვლევის შედეგებს.მინდა გამოვხატო აღშფოთება იმის მიმართ რაც ხდება მიშას ირგვლივ.
თითქოს ყინული დაიძრა ,მიშა სამოქალაქო კლინიკაშია, გაჩნდა იმედი, რომ იმ ადამიანებში რომლებიც მანიპულირებენ მესამე პრეზიდენტის ბედით გაიღვიძა ჰუმანურობამ.კვლავ შევცდი.
მერამდენე დღეა პაციენტი იმყოფება ვივამედის კლინიკაში, და რა?სტანდარტული ფრაზები-კვლევა გრძელდება. როგორც ექიმს არ მესწავლება რა დრო სჭირდება ადამიანის სამედიცინო კვლევას, რა სირთულის არ უნდა იყოს ის.სურვილისსამებრ ამის გაკეთება შესაძლებელია რამოდენიმე საათსა ან მაქსიმუმ ორ დღეში.ჩნდება ძალიან ბევრი შეკითხვა და ეჭვი.რა ხდება?
სასწრაფოთ მორჩით დღესვე ყველანაირი კვლევა და დაიწყეთ მკურნალობა.გაიგეთ რომ მიშას მკურნალობის და რეაბილიტაციის პროცესი ხანგრძლივია და ურთულესი.
მორჩით პრეზიდენტის სიცოცხლით თამაშს. თქვენი შენელებული,უკვე ეჭვი მაქვს,რომ შეგნებული ქმედებით,დამერწმუნეთ ცოდვის დიდ ჭაობში იძირებით" წერს ნიკოლოზ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ქვეყნის მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი ახალ საგანგაშო სიმპტომზე საუბრობს. საკვების მიუღებლობა -ასე ჟღერს დიაგნოზი, რომელიც 4 დღიანი დაკვირვების შემდეგ სააკაშვილის ავადმყოფობის ისტორიაში გაჩნდა. ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ჯერ არ ჩატარებია კვლევა, რომელსაც ალტერნატიული კომისიის წევრი ექიმები ითხოვენ. ამ დრომდე უცნობია როდის შეძლებენ მედიკოსები ექსპერტიზის ჩატარებასაც.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა სასამართლო სხდომა, რომელზეც ადვოკატების ეს შუამდგომლობა უნდა განეხილა, ისევ გადადო.