ბათუმში, 7 მაისის აქციაზე დაკავებულების საქმეზე, გამოძიება კამერების ჩანაწერების განადგურებას ცდილობს - ენმ

გამოქვეყნდა:

აჭარაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლება მათზე რეპრესიებს ახორციელებს. ენმ-ს წევრები 7 მაისს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე 15 პირის დაკავების ფაქტს გამოეხმაურნენ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის გია აბულაძის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს გააყალბოს მასალები. საუბარია კამერების ჩანაწერის განადგურებაზე. მისივე თქმით, ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებს, რათა სასამართლოში ყალბი ჩვენებები მისცენ.

ნაციონალური მოძრაობა სახალხო დამცველს და არასამთავრობო ორგანიზაციებს საქმით დაინტერესებისა და სათანადო შეფასებების გაკეთებისაკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ჯამში 25 ადამიანი დააკავა. მათ პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებთან პოლიციელები მივიდნენ და კარვების დაშლა დაიწყეს.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი