
რუს ოკუპანტებს სურთ მარიუპოლი "კადიროველებს" გადასცენ, - ამის შესახებ, მარიუპოლის მერის მრჩეველმა პიოტრ ანდრიუშჩენკომ ისაუბრა.
"რადგან მარიუპოლი ზედმეტად არამეგობრული აღმოჩნდა, წინააღმდეგობის ჩახშობის მიზნითა და დასაშინებლად, დაგეგმილია ქალაქის გადაცემა კადიროველებისთვის. პორტითა და ძარცვის უფლებით.
დღეს მარიუპოლში პირველად გაიმართა სამუშაო შეხვედრა საოკუპაციო ადმინისტრაციის, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საბლინის (2014 წლიდან მარიუპოლის ოკუპაციის კურატორი), ადამ დელიმხანოვის და აჰმედ დოლგაევის მონაწილეობით, რომლებიც არსებითად ჩეჩნეთის პოლიტიკური ძალაუფლების ნაწილი არიან. განიხილეს „მარიუპოლის აღდგენის“ გეგმები. კადიროველები მასპინძლებივით იქცეოდნენ" ამბობს ანდრიუშენკო.
მისი თქმით, აგრძელებენ ვითარების მონიტორინგს.