"რაც ნიკა გვარამიამ ჩვენ გვლანძღა..." - საპატრიარქო პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით არ მიმართავს

გამოქვეყნდა:

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ პრეზიდენტს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით "არ ჰგონია" მიმართონ. ჟურნალისტის კითხვის პასუხად მან თქვა, რომ ნიკა გვარამიამ საპატრიარქო "ლანძღა".

"რაც ნიკა გვარამიამ ჩვენ გვლანძღა, რაღაც ლოგიკაში არ ჯდება", - თქვა ანდრია ჯაღმაიძემ.

მანამდე იგივე მიზეზი "ქართულმა ოცნებამ" დაასახელა. პარტიის თავმჯდომარემ თქვა, რომ ნიკა გვარამია პრეზიდენტის მიმართ ბილწსიტყვაობს და თუ სალომე ზურაბიშვილი მას შეწყალებს, ეს ნიშნავს, რომ ის არ იცავს პრეზიდენტის ინსტიტუტს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი