
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აზრით, სალომე ზურაბიშვილმა, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყალოს, ეს ნიშნავს, რომ ის პრეზიდენტის ინსტიტუტის პატივს არ სცემს.
კობახიძის აზრით, "სალომე ზურაბიშვილის მიმართ ბილწსიტყვაობა არის პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ბილწსიტყვაობა და ამის გატარება უბრალოდ არ შეიძლება. "
"რაც შეეხება შეწყალებას, ამაზე მე ვერაფერს გეტყვით, ეს არის პრეზიდენტის ექსკლუზიური პრეროგატივა, ერთ რამეს ვიტყვი, გვარამია, განსაკუთრებით პრეზიდენტის მიმართ გამოირჩეოდა ბილწსიტყვაობით, არა შეურაცხყოფით, არამედ პირდაპირ ბილწსიტყვაობით და როდესაც გვარამია ბილწსიტყვაობს პრეზიდენტის მიმართ ეს არ არის ბილწსიტყვაობა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, ეს არის ბილწსიტყვაობა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ. თუ ასეთ პირობებში, სალომე ზურაბიშვილი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც ჰქვია შეწყალება, გამოდის, რომ ის არ იცავს პრეზიდენტის ინსტიტუტს", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
ის დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი ნიკა გვარამიას არ შეიწყალებს, რადგან ის უნდა გაუფრთხილდეს პრეზიდენტის ინსტიტუტს.