ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი და პირველი ლედი ერთად, დღეს პირველად გამოჩნდნენ

გამოქვეყნდა:

ის იყო ადამიანი, ვისაც ბრძნული რჩევისთვის მიმართავდი. მარადიული ხსოვნა - ამ სიტყვებით გამოემშვიდობა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის პირველ პრეზიდენტს.

კიევში დღეს ლეონიდ კრავჩუკს კრძალავენ. ქვეყნის ყოფილი პირველი პირი უკანასკნელ გზაზე, ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, მოქალაქეებმა და უკრაინის მოქმედმა და ყოფილმა პრეზიდენტებმა გააცილეს. ომის დაწყების დღიდან, საჯაროდ დღეს ერთად პირველად გამოჩნდნენ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პირველი ლედი ოლენა ზელენსკა. მათ პატივი მიაგეს ყოფილ პრეზიდენტს. 
ლეონიდ კრავჩუკი პრეზიდენტის თანამდებობას 1991 წლის 5 დეკემბრიდან, 1994 წლის 19 ივლისამდე იკავებდა. ის 10 მაისს, 88 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ მიუნხენში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი