ევროკავშირი გარე საზღვრებს 54 ქვეყანას გაუხსნის, მათ შორის საქართველოს - "ევრონიუსი"

გამოქვეყნდა:

საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, რომელთა მოქალაქეებსაც გარე საზღვრების გახსნის შემდეგ, ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ, - ამის შესახებ ინფორმაციას "ევრონიუსი" ავრცელებს. 

"ევრონიუსი" წერს, რომ მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ჩამონათვალში კორონავირუსით განსაკუთრებით დაზარალებული აშშ არ შედის, საკითხს დაპირისპირებაც მოჰყვა. ცნობილია ისიც, რომ სავარაუდოდ, ამ ჩამონათვალს მიღმა დარჩებიან რუსეთი და ბრაზილია. 

"ევრონიუსმა" ევროკავშირის დიპლომატიური წყაროებიდან მოიპოვა იმ 54 ქვეყნის ჩამონათვალი, რომლებსაც ევროკავშირი საზღვრებს გაუხსნის.

ეს სია ასეთია: ვატიკანი, მონაკო, მონტენეგრო, ანდორა, სერბეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, უკრაინა, ალბანეთი, თურქეთი, კოსოვო, ჩრდილოეთ კორეა, თურქმენეთი, ვიეტნამი, ჩინეთი, ტაილანდი, მიანმარი, მონღოლეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, საქართველო, ბჰუტანი, ლიბანი, ინდონეზია, უზბეკეთი, ინდოეთი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი, პალაუ, ახალი ზელანდია, ავსტრალია, დომინიკა, ბაჰამის კუნძულები, სენტ-ლუსია, ურუგვაი, იამაიკა, კუბა, გაიანა, პარაგვაი, ვენესუელა, ნიკარაგუა, კოსტა - რიკა, კანადა, ანგოლა, ტუნისი, ნამიბია, უგანდა, მოზამბიკი, მავრიკი, ზამბია, რუანდა, ეთიოპია, მაროკო, ალჟირი და ეგვიპტე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი