კვლავ ვერ იღებს საკვებს, ნევროლოგიური მაჩვენებელი გაუარესებულია - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტი ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მოინახულა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება სისუსტე, კვლავ ვერ იღებს საკვებს, ნევროლოგიური მდგომარეობა კი გაუარესებულია. 

როგორც თუთბერიძემ აღნიშნა, შეხვედრისას ის მიხეილ სააკაშვილს ნიკა გვარამიას დაკავებაზე ესაუბრა. თუთბერიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ ეს დარტყმაა ქართული დემოკრატიისთვის.

"შესამჩნევია სისუსტე, საკვებს ის კვლავაც ვერ იღებს, ამ მიმართულებით არაფერი წინსვლა არ გვაქვს, ნევროლოგიური მაჩვენებელი გაუარესებულია. მიმდინარეობს თუ არა სათანადო მკურნალობა, მიუხედავად ჩემი ღრმა პატივისცემისა ყველა ადამიანის მიმართ, რომელიც შეადგენს კლინიკის პერსონალს, მე არ შემიძლია, ეს უნდა დაადგინონ ექსპერტებმა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებმა, რომლებსაც სამწუხაროდ, მათ შორის სასამართლოს გამოყენებით, პენიტენციური სამსახური არ უშვებს.

დღეს განვიხილეთ ნიკა გვარამიას დაკავების საკითხი, პრეზიდენტი კვლავინდებურად თვლის, რომ ეს პირველ რიგში დიდი დარტყმაა ქართული დემოკრატიისთვის. მოტივები ხელისუფლებისა, გარდა პირადი ბოღმისა, რეპრესიული პოლიტიკისა და ავტორიტარიზმისა, მისთვისაც გაუგებარია. თუმცა დარწმუნებულია, რომ ეს განუზომელ დარტყმას მიაყენებს, როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობას, როგორც ევროინტეგრაციის გზაზე, ისე ზოგადად ქართული სამართლებრივი კულტურის განვითარებაზე",-თქვა შოთა თუთბერიძემ.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივა მედში 12 მაისს გადაიყვანეს, თუმცა ამ დრომდე უცნობია მისი კლინიკურ კვლევების შედეგები 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი