
რუსეთის იუსტიციის სამინისტრო ქვეყნის უზენაეს სასამართლოს მიმართავს, "აზოვის" პოლკი "ტერორისტულ ორგანიზაციად" გამოაცხადოს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, მისი საქმიანობა აკრძალოს.
განხილვა სასამართლოში 26 მაისს იგეგმება.
რუსეთის დუმაში დღეს მოითხოვდნენ "აზოველების" რუს ტყვეებში გაცვლის აკრძალვასაც. დუმის სპიკერის თქმით, მარიუპოლის მცველები რუსული "მართლმსაჯულების წინაშე" უნდა წარსდგნენ. ვიაჩესლავ ვოლოდინმა თავდაცვის კომიტეტს დაავალა საპროტოკოლო ბრძანების მომზადება.
შეგახსენებთ, აზოვის პოლკი 2014 წელს, მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა. პოლკის მთავარი მისია მას შემდეგ, სწორედ საოკუპაციო ძალებთან და პრორუს მეამბოხეებთან ბრძოლა გახდა დონბასის რეგიონში. მოგვიანებით, აზოვის პოლკი უკრაინის ეროვნულ გვარდიაში შევიდა.