"ოკუპანტები ძარცვავენ მუზეუმებს, ანტიკვარულ მაღაზიებსა და კერძო კოლექციებს" | დაზვერვა 

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა დაარბიეს ადგილობრივი ისტორიკოსების, კოლექციონერების სახლები და ანტიკვარული მაღაზიები და ძალით ჩამოართვეს ძვირფასი ნივთები - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მთავარი სამმართველო იტყობინება.

მათი ცნობით, ოკუპანტები ძარცვავენ მუზეუმებსა და კერძო კოლექციებს ხერსონის რეგიონში, მოპარული ნივთები კი დროებით ოკუპირებულ ყირიმში გადააქვთ.

ამასთან, თვითმხილველების თქმით, დარბევაში ჩართული რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები „არ ჰგვანან ჩვეულებრივ სამხედროებს“ და „აღჭურვილნი არიან დასავლური ტანსაცმლით, მოძრაობენ ტოიოტას ჯიპებით“, მაგრამ აქვს რუსული წარმოების იარაღი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი