
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინაზე სარაკეტო დარტყმებით რუსეთს აღმოსავლეთსა და სამხრეთში თავისი წარუმატებლობის კომპენსირება სურს.
როგორც მან აღნიშნა, ოკუპანტებმა რაკეტები ლვოვის, სუმის, ჩერნიგოვისა და ლუგანსკის ოლქების მიმართულებით ისროლეს. ზელენსკის თქმით, უკრაინის სასაზღვრო რაიონებში შეინიშნებოდა დივერსიული აქტივობები.
"ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოსთვის დაძაბულობის შექმნა, ჩვენი ძალების გამოცდა, ეს რუსეთის არმიის ერთგვარი მცდელობაა, რომ ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში წარუმატებლობის სერიის კომპენსირება მოახდინონ...
ეს დარტყმები, ისევე როგორც მრავალი წინა, რადიკალურად არაფერს ცვლის. მით უმეტეს, რომ ჩვენი საჰაერო თავდაცვა და ანტიდივერსიული ზომები ძლიერდება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.