
უკრაინელმა სამხედროებმა, 17 მაისს რუსი ოკუპანტების 15 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს.
მათი ცნობით, სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვამ 10 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, კიდევ ერთი უპილოტო და 4 საკრუიზო რაკეტა კი საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა.
საჰაერო სარდლობის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინულმა თვითმფრინავებმა დარტყმები განახორციელეს ოკუპანტების ტაქტიკურ ჯგუფებზე, ცოცხალ ძალასა და საბრძოლო მასალის საწყობებზე.