
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში შეხვედრებს მართავს. მასთან შეხვედრის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა Twitter-ზე დაწერა, რომ დემოკრატიზაციის პროცესისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით საქართველოში რეფორმების განხორციელება საჭიროა ისე, როგორც არასდროს.
"ვისაუბრე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ევროკავშირი მზად არის, კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ დემოკრატიზაციის პროცესისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით რეფორმები საჭიროა ისე, როგორც არასდროს", - წერს შარლ მიშელი.
ასევე იხილეთ: