ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადები წარადგინეს

გამოქვეყნდა:

ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადები წარადგინეს. განცხადება ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.

"განცხადებები, რომლებიც დღეს გააკეთეთ, ისტორიული ნაბიჯია. ახლა მოკავშირეები განიხილავენ შემდეგ ნაბიჯებს ნატოსკენ თქვენს გზაზე", - თქვა სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, ფინეთისა და შვედეთის ელჩების განცხადებების მიღების შემდეგ.

მისივე თქმით, ყველა მოკავშირის უსაფრთხოების ინტერესები გასათვალისწინებელია და ნატო მზადაა, იმუშაოს ყველა საკითხზე.

ნატო-ში გაწევრიანების საკითხის განხილვა ფინეთსა და მის მეზობელ შვედეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მანამე ქვეყნები ნეიტრალურ სტატუსს ატარებდნენ. ხუთშაბათს ორივე ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრას ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამართავს. თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ შესაძლოა, თურქეთმა მხარი არ დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი