რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკი ისევ დაბომბეს - დაიღუპა 4 ადამიანი

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქი ისევ დაბომბეს. ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, თავდასხმას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

"4 ადამიანი დაიღუპა. დნეპრის რეანიმაციაში გორსკიდან გადაყვანილი ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. კიდევ ერთხელ დაზარალდა სევეროდონეცკის "აზოტი", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გარდა ამისა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ცნობით, გუშინ ქალაქ პრივილიაში ნაღმის აფეთქების შედეგად დაღუპული 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. 

"გუშინ, პრივილიაში, მდინარე სევერსკის დონეცის მახლობლად ორი ადამიანი დაიღუპა ნაღმების აფეთქების შედეგად, ასევე, მივიღეთ ინფორმაცია ზოლოტიში და პოპასნაში დაღუპულთა შესახებ", - ნათქვამია ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი