
მერი კალაძის ახალი ამპლუა - კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, დედაქალაქის მერმა გადაცემა დაიწყო. პირველი გადაცემა კახა კალაძემ მთლიანად "მთავარი არხის" კრიტიკას და ჩვენს ეთერში გასული რეპორტაჟების განხილვას დაუთხო.
პირველი ფეისბუქ გადაცემა ლეიბორსტული პარტიის ახალგზრდული ფრთის აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ახალგაზრებმა მერიასთან კონტრ ჩვენება მოაწყვეს, სადაც ტელეკომპანიების "იმედისა" და "პოსტვის" ეთერში გასულ სიუჟეტები მიმოიხილეს.
დღევანდელი დღე არის ძალიან სასაცილო . ადამიანები, რომელბიც ქმნიან სიცრუეს, დეზინოფრმაციას, სხვას აბრალებენ დეზინფორმაციას. ფეისბქმა პირდაპირ ბრალი დასდო საქართველოს ხელისუფლებას, რომ ისინი ქმნიდნენ ყალბ ფეისბუქ გვერდებს, ტროლებს - ამბობს ბექა ნათელაშვილი.
კალაძე "სიმართლის მუშტით" ანგარიშსწორებით სამ დამოუკიდებელ ტელეკომპანიას -"მთავარ არხს", "ტვ პირველსა" და "ფორმულას" ემუქრება.