"ჯერ წაიკითხონ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება" - ქადაგიშვილი ევროპარლამენტარებს პასუხობს

გამოქვეყნდა:

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტარებს ურჩევს, ჯერ "სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება" წაიკითხონ ნიკა გვარამიას საქმეზე:

 "მე მგონი კარგია, რომ ჯერ წაიკითხონ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, ეს ერთი... მეორე - ზოგადად, კრიტიკა გასაგებია ხოლმე, როდესაც მედიას ეხება და ა.შ, მაგრამ კანონისაგან არავინ არ არის თავისუფალი, მათ შორის არც მედიამენეჯერი, თუ მას დანაშაული აქვს ჩადენილი“ - ამბობს ქადაგიშვილი.

"სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება და შერჩევითი სამართალი საფრთხეს უქმნის საქართველოს, გახდეს ევროკავშირის წევრი"  - ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში, რომლითაც ისინი ნიკა გვარამიასთვის გამოტანილ განაჩენსა და მის დაკავებას გამოეხმაურნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი