"დღეს,ნატოს გენერალურ მდივანთან ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ჩვენი პარტნიორების ინიციატივით გაუქმდა, რაც სამწუხაროა ნამდვილად!
ეხლა გამოვა ტვინგაყინული ქოცი და იტყვის, რომ ნატოს გენერალური მდივანი ვისაც ომი უნდა, იმას ხვდებაო. ვიღაც ამას დაიჯერებს და იფიქრებს, რა მაგრები არიან და როგორ გვიცავენ ქოცები."
წერს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ღარიბაშვილ-სტოლტენბერგის შეხვედრის გაუქმებასთან დაკავშირებით.