
ჩვენი ვალია მებრძოლები სამშობლოში დავაბრუნოთ - ამის შესახებ მარიუპოლის მერმა უკრაინა 24 ის პირდაპირ ეთერში განაცხადა. ვადიმ ბოიჩენკოს თქმით, მებრძოლებმა დავალება პირნათლად შეასრულეს და მათ გარეშე კატასტროფა გაცილებით უფრო დიდი იქნებოდა. ბოიჩენკომ მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესზეც ისაუბრა და თქვა, რომ პროცესს პირადად პრეზიდენტი ზელენსკი ხელმძღვანელობს და მისი დიდი დამსახურებაა აზოვსტალის ბიჭების გადარჩენა.
შეგახსენებთ რომ აზოვისტალის ქარხნის ტერიტორიიდან გამოსული მებრძოლები ამ დრომდე რუსების მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან. უკრაინული მხარე საკუთარი ჯარისკაცების რუს ტყვეებში გაცვლის პროგრამას ამზადებს და იმედს გამოთქვამს რომ რუსული მხარე შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებს შეასრულებს.