ცოტა ხნის წინ, რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. სავარაუდოდ მი 8 ტიპის ვერტმფრენი, "მთავარი არხის" კამერამ გადაიღო.
იქამდე კი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ მერეთთან და ზარდიანთკართან, დაახლოებით 700 მეტრის სიგრძის ახალი მავთულხლართების გავლება დაიწყეს.
სუს-მა ე.წ. ბორდერიზაციის სამუშაოებთან დაკავშირებით ცხელი ხაზი აამოქმედა, რაც შეეხება საჰაერო სივრცის დარღვევას, ამ საკითხზე ოფიციალური განმარტება მათ ჯერ არ გაუკეთებიათ.
გარდა ამისა, საოკუპაციო ხაზთან, ჟურნალისტებს გადაადგილების საშუალებაც შეუზღუდეს.