რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში სახმელეთო გზით შემოსვლა, ისევ შეეძლებათ

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრემიერმა მიხაილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც უქმდება საქართველოსთან  საავტომობილო და სხვა საგუშაგოებით შესვლაზე დაწესებული შეზღუდვები

საუბარია 2020 წლის 27 მარტის ბრძანებაზე, რომელიც კოვიდშეზღუდვების მიზეზით გამოიცა და დროებით ზღუდავდა მოძრაობას საავტომობილო, სარკინიგზო, საცალფეხო, მდინარის და შერეული საგუშაგოებით რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ.

"ახალი დოკუმენტის მიხედვით, შემაკავებელი ზომები აღარ ვრცელდება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე, რომლებიც მიემგზავრებიან საქართველოში, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში" - წერს რუსული სამთავრობო მედია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი