"მე არ შევხვდები, მაგრამ ვერავის ავუკრძალავ ამის გაკეთებას" - გიორგი გაბუნია სალომე ზურაბიშვილზე

გამოქვეყნდა:

მედიამენეჯერები აპირებენ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა გამართონ და სთხოვონ, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით შეწყალების მექანიზმი გამოიყენოს. ამის შესახებ მათ საქართველოში აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრეს.

საკითხზე "მთავარი არხის" სახელით განცხადება გიორგი გაბუნიამ გააკეთა და აღნიშნა, რომ ვინაიდან, ნიკა გვარამია ამგვარი ნაბიჯის წინააღმდეგია, არხი მედიამენეჯერების პრეზიდენტისადმი მიმართვას არ უერთდება.

"იცით ნიკას დამოკიდებულება, ნიკამ გააჯღერა ეს სასამართლო პროცესზე. მე პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, ამიტომ პირდაპირ ვამბობ, რომ მე და ზოგადად "მთავარი არხის" წარმომადგენლები ამ მიმართვას სალომე ზურაბიშვილისადმი არ ვუერთდებით.  როგორიც არ უნდა იყოს პირადად ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენ პატივს ვცემთ ნიკას გადაწყვეტილებას. მე არ შევხვდები, მაგრამ ვერავის ავუკრძალავ ამის გაკეთებას, არც ვურჩევ, რომ არ გააკეთოს. რა თქმა უნდა, ყველას უნდა პირველ რიგში, რომ ნიკა იყოს თავისუფალი და ცდილობს, ნებისმიერი ბერკეტის გამოყენებას ამისთვის", - თქვა გიორგი გაბუნიამ.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი