"არსებობს რისკი წახალისდეს ჟურნალისტების მიმართ აგრესია" - მედიაორგანიზაციები კალაძის ინიციატივაზე

გამოქვეყნდა:

კოალიცია „მედიის ადოკატირებისათვის“ თბილისის მერს მიმართავს და მოუწიდებს, საკუთარი დამოკიდებულებით არ გააღრმავოს მედიაზე თავდასხმის რისკები. მედიაორგანიზაციები კალაძის ახალ პროექტში გარკვეულ რისკებს ხედავენ

მიგვაჩნია, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან კრიტიკული მედიასაშუალების მისამართით მსგავსი კამპანიის წარმოება არ შეესაბამება დემოკრატიული საზოგადოების მოლოდინებს. უხეშად ეწინააღმდეგება მაღალი თანამდებობის პირთა ეთიკურ ღირებულებებს და პრინციპებს. მით უფრო, როცა არსებობს რისკი წახალისდეს ჟურნალისტების მიმართ აგრესია, სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმა. განსხვავებული მოსაზრებების არსებობა დემოკრატიული საზოგადოების ბუნებრივი მოცემულობაა – ნათქვამია კოალიციის  გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კახა კალაძე "სიმართლის მუშტით" ანგარიშსწორებით სამ დამოუკიდებელ ტელეკომპანიას -"მთავარ არხს", "ტვ პირველსა" და "ფორმულას" ემუქრება. ამასტან დაკავშირებით, მერმა ფეისბუქ გადაცემაც დაიწყო. პირველი გადაცემა კი მთლიანად "მთავარი არხის" კრიტიკას მიუძღვნა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი