
"სამხრეთ ოსეთში" დანიშნული "რეფერენდუმი" რუსეთთან შეერთების თაობაზე, ასახავს "რესპუბლიკაში" არსებულ განწყობას, მაგრამ მოსკოვი ამჟამად ამ თემაზე არ მუშაობს - აცხადებს კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი
კითხვაზე, თვლის თუ არა კრემლი მიზანშეწონილად ამგვარ "რეფერენდუმს" არსებულ ვითარებაში, პესკოვი პასუხობს - „ეს არის უპირველეს ყოვლისა რესპუბლიკის მცხოვრებლების, ამჟამინდელი ხელმძღვანელობის საკითხი და აქ აუცილებელია ყურადღება გავამახვილოთ მათზე."
შეგახსენებთ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა, რუსეთთან შეერთებაზე "რეფერენდუმი" 17 ივლისს დანიშნა.