
საქართველოს პარლამენტში დღეს გიორგი გახარიას ელოდებიან. მთავრობის მეთაური საკანონმდებლო ორგანოში წლიური ანგარიშით წარდგება.
პრემიერის ანგარიშს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" დაესწრებიან.
20 ივნისის სისხლიანი ღამე და პანდემიისას შექმნილი მძიმე ეკნომიკური მდგომარეობა - ეს არის საკითხები რომელზე შეკითხვების დასმასაც ოპონენტები დღეს პრემიერისთვის გეგმავენ.
საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.