მიუხედავად სტოლტენბერგის ჯანმრთელობისა, შეხვედრა დასტურია, რომ საქართველო ნატოსთვის ღირებულია - ღუდუშაური

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნების დეპუტატის, ალუდა ღუდუშაურის თქმით, მიუხედავად NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ღარიბაშვილთან შეხვედრა დასტურია, რომ საქართველო ალიანსისთვის ღირებულია.

"დღევანდელი შეხვედრა, რომელიც შედგება ღარიბაშვილსა და NATO-ს გენმდივანს შორის არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, რომელიც არ იძლეოდა დატვირთული შეხვედრების საშუალებას, საქართველოსთან შეხვედრა და საქართველოს დღის წესრიგი NATO-სთვის არის ძალიან ღირებული. შესაბამისად, ეს შეხვედრა, რომელიც ასეთ ფორმატში და ვითარებაში ხდება არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ დიახ, ჩვენი ხელისუფლება დგამს ძალიან მკაფიო ნაბიჯებს, რომ კიდევ უფრო მეტი თავსებადობა იყოს ჩვენი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში",-თქვა ალუდა ღუდუშაურმა. 

ცნობისთვის, თავდაპირველად NATO-ს ვებგვერდზე ინფორმაცია გავრცელდა, რომ  ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის დღევანდელი შეხვედრა გაუქმდა. 

"ქართული ოცნების" დეპუტატები შეხვედრის გაუქმებას იენს სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობით ხსნიდნენ, თუმცა მოგვიანებით შეხვედრა კვლავ ჩაინიშნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი