ნიუ იორკსა და ფილადელფიაში ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

ნიუ იორკსა და ფილადელფიაში, 22 მაისს, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია გაიმართება. ინფორმაციას ორგანიზაცია ამერიკელი ქართველები პროგრესისთვის ავრცელებს.

კვირას, 22 მაისს, 12 საათზე ფილადელფიაში და 3 საათზე ნიუ იორკში, ორგანიზაცია ამერიკელი ქართველები პროგრესისათვის, მართავს საპროტესტო აქციებს.

აქციის ძირითადი მოთხოვნებია:

 

  • საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა;
  • პოლიტპატიმრ ნიკა გვარამიას განთავისუფლება;
  • მთავარი არხის მხარდაჭერა.

გთხოვთ შემოგვიერთდეთ. დღეს ჩვენი აქტიურობა გადამწყვეტია საქართველოს მომავლისთვის.

ფილადელფიის მისამართი: Pennypack- პარკში, რომელიც მდებარეობს 2101 Winchester ave, Philadelphia, PA 19115.

ნიუ იორკის მისამართი: Consulate of Georgia, 144 E 44th St, New York, NY 10017, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი