​თურქეთმა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყისი დაბლოკა | wp

გამოქვეყნდა:

თურქეთმა ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების განხილვის დაწყების პროცედურა დაბლოკა. ინფორმაციას The Washington Post ავრცელებს

მედიის ინფორმაციით, NATO-ს ელჩების შეხვედრაზე, თურქეთის წარმომადგენელმა თქვა, რომ ჯერ კიდევ სჭირდებოდა ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა.

როგორც გამოცემა წერს, NATO-ს დიპლომატები ფიქრობენ, რომ საბოლოო ჯამში, თურქეთი ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას მხარს დაუჭერს, თუმცა თურქეთის ამჟამინდელი პოზიცია ორი ქვეყნისთვის ალიანსში გაწევრიანების პროცესს ართულებს. NATO-ში გაწევრიანებას თვეები სჭირდება, თუმცა თურქეთის წინააღმდეგობამ შესაძლოა პროცესი კიდევ უფრო შეანელოს. 

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ქვეყანა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს.  თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, ფინეთი და შვედეთი მხარს უჭერენ ტერორისტულ ორგანიზაცია ქურთისტანის მუშათა პარტიას (PKK). მისივე თქმით, სწორედ ამიტომ თურქეთის მოსახლეობა ამ ორი ქვეყის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვას ითხოვს.

15 მაისს გენერალურმა დირექტორმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ სკანდინავიური ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, თურქეთთან საერთო ენის გამონახვა შესაძლებელია.

ცნობისთვის, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხის განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი