
ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, ის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მომხრეა. როგორც ევროპარლამენტარმა "მთავარ არხთან" აღნიშნა, მან ამის შესახებ ბრიუსელში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს უთხრა.
"მე, რა თქმა უნდა, მომხრე ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ და ეს ვუთხარი კიდეც საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, როცა ისინი ბრიუსელში იყვნენ ჩამოსულები.
მე ვუთხარი, რომ მნიშვნელოვანია ჯეროვანი სამედიცინო დახმარების გაწევა სააკაშვილისთვის და თუ ამის საშუალება საქართველოში არ არის, მაშინ კარგი იქნება, თუ გადაიყვანენ საზღვარგარეთ, რომელიმე ევროკავშირის ქვეყანაში. ეს იმის დასტური იქნება, რომ საქართველო ნამდვილად ცდილობს იყოს ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის და ზოგადად ევროპული ოჯახის წევრობისკენ ისწრაფვის",-თქვა ანდრიუს კუბილიუსმა.