
ზუგდიდში კრიტიკულმა მედიამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ნიკა გვარამიას დაპატიმრება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხელისუფლების მიზანია თავისუფალი მედია მენეჯერების განეიტრალება, რათა კრიტიკული აზრი და ხალხის ხმა ჩაახშონ, ასევე დამოუკიდებელ მედიას არ მიეცეს საშუალება ხელისუფლების საქმიანობაზე კონკრეტული ფაქტებით ინფორმირების.
მედიის წარმომადგენლების განმარტებით, თავისუფალი მედია უნდა გაერთიანდეს და საზოგადოების, არასამთავრობოებისა და დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს პოლიტიკური განაჩენის გამო.
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოძრაობა დროას განცხადებით, დასავლეთმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები უნდა დაუწესოს, რადგან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მართლმსაჯულება ქვეყნის ინტერესებს აზიანებს, მესამე პრეზიდენტის დაპატიმრება, არაადამინური მოპყრობა, ასევე ნიკა გვარამიას დაკავება არის სიგნალი იმისა რომ ქვეყანაში ლიდერები მხოლოდ იმიტომ ისჯებიან, რომ არ არიან პრორუსები.
ავტორი: ემა გოგოხია