რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში უკვე 231 ბავშვი მოკლეს, დაშავდა 427-ზე მეტი

გამოქვეყნდა:

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 231 ბავშვია დაღუპული, 427-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში - 144, კიევის ოლქში - 116, ხარკოვის ოლქში - 100, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ხერსონის ოლქში - 48, ლუგანსკის ოლქში - 47, ნიკოლაევის ოლქში - 44, ზაპოროჟიეს ოლქში - 28, სუმის ოლქში - 17, დედაქალაქში - 16,  ჟიტომირის ოლქში - 15.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 828 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 171 მთლიანად განადგურებულია.

მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი