
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი ამბობს, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს ხშირად უკავშირდება.
"ჭორები ამ ფორმატის გაყინვის შესახებ ნაადრევია. ჩვენ საკმაოდ ხშირად ვუკავშირდებით ერთმანეთს ტელეფონით, ვიდეო კონფერენციების საშუალებით... ახლა ისეთი დროა, რომ ფორმატები არ უნდა გაიყინოს", - აღნიშნა კარასინმა.
მისი თქმით, აბაშიძესთან პირისპირ შეხვედრის თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის. "თუმცა ველით, რომ ეს უახლოეს თვეებში მოხდება", - თქვა მან.
გრიგორი კარასინმა საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "იმედოვნებს, ამ მიმართულებით იმუშავებენ".
მანვე დასძინა, რომ პანდემიამდე მხარეები უკიდურესად ახლოს იყვნენ საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან, "თუმცა სამწუხაროდ, კოვიდის მოვლენებმა ამას ხელი შეუშალა.