დერეკ შოლე კი არა, ვინც არ უნდა იყოს, ყველა უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ საქართველო არის სუვერენული ქვეყანა - მაჭარაშვილი

გამოქვეყნდა:

დერეკ შოლე კი არა, ვინც არ უნდა იყოს, ყველა უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ საქართველო არის სუვერენული ქვეყანა - აცხადებს "ქართული ოცნების" დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მრჩეველზე საუბრისას, რომელიც საქართველოში იმყოფება და შეხვედრებს მართავს. 

ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, დერეკ შოლემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრით დაიწყო. პოლიტიკური მართლმსაჯულება, რომელსაც ხელისუფლება ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს, მედიამენეჯერების დევნა და სიტყვის თავისუფლება, რომელსაც ქვეყანაში საფრთხე ემუქრება - ეს იყო მთავარი თემები, რაზეც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ამერიკელ მაღალჩინოსანთან ისაუბრეს.

"ქართულ ოცნებაში" კი ამტკიცებენ, რომ სასამართლო რეფორმა ევროპაშიც და აშშ-შიც მიმდინარეობდა და არავის მოსვლია თავში აზრად, "მართლმსაჯულება ჩაენაცვლებინათ თუნდაც სხვა ქვეყნების წარმომადგენლების მოსაზრებებით, ან იმ ქქვეყნებში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის მოსაზრებებით" 

ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება, საერთაშორისო გამოწვევების ფონზე, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას პატიმრობა- ამ საკითხებზე, ენტონი ბლინკენის მრჩეველთან ოპოზიციის წევრები ისაუბრებენ. შეხვედრა ცოტა ხანში დაიწყება.

ამ დროისათვის კი დერეკ შოლე ხელისუფლების პირველ პირებს ხვდება

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი