ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება, საერთაშორისო გამოწვევების ფონზე მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას პატიმრობა - ამ საკითხებზე, ენტონი ბლინკენის მრჩეველთან ოპოზიციის წევრები ისაუბრებენ. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
"ქორთიარდ მერიოტთან", სადაც ჟურნალისტების აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს, მობილიზებულია პოლიცია.
შეხვედრის დაწყებამდე, ოპოზიციის ლიდერებმა მოკლე კომენტარები გააკეთეს. მათი თქმით, ამერიკელ მაღალჩინოსანს, დერეკ შოლეს მიაწვდიან ინფორმაციას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, პოლიტპატიმრებზე, ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებზე.