"იმედია, ამ მიმართულებით ვიმუშავებთ“ - კარასინი რუსეთ-საქართველოს შორის, ფრენების აღდგენაზე

გამოქვეყნდა:

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი ამბობს, რომ ქართულ მხარესთან ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი რეფერენდუმი "მოკლედ განიხილა".

"ეს არის ერთ-ერთი თემა, რომელიც აწუხებს ჩვენს ქართველ პარტნიორებს, ჩვენ ამას ყურადღებით ვაკვირდებით", - თქვა მან.

რუსული სახელმწიფო მედია TASS პრემიერმინისტრის სეპციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძეზე დაყრდნობით წერს, რომ კარასინმა ქართული მხარის უარყოფითი დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხზე იცოდა.

"გუშინ სატელეფონო საუბარი მქონდა გრიგორი კარასინთან. ჩვენ განვიხილეთ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება ცხინვალის რეგიონში. მე მოვახსენე საქართველოს ხელისუფლების ნეგატიური დამოკიდებულება ამ პროცესის მიმართ. კარასინმა თქვა, რომ მან იცოდა ქართული მხარის უარყოფითი რეაქცია და აღნიშნა, რომ მოსკოვს ესმის ეს დამოკიდებულება და დასძინა, რომ მოსკოვი ამ მიმართულებით ნაბიჯებს არ დგამს", - თქვა აბაშიძემ რუსულ მედიასთან.

აბაშიძემ მედიას ასევე უთხრა, რომ "ჯერ არ არის შესაფერისი დრო" პრაღის ფორმატში პირისპირ შეხვედრების აღსადგენად. მან აღნიშნა, რომ ოთხშაბათს კარასინთან სატელეფონო საუბრისას მხარეებს არ უსაუბრიათ 2019 წელს შეწყვეტილი პირდაპირი ფრენების აღდგენაზე.

რაც შეეხება კარასინის კომენტარს ფრენებზე. tass-ის ინფორმაციით, კარასინი ამბობს,  რუსეთი იმუშავებს საქართველოსთან ფრენების აღსადგენად - "იმედია, ამ მიმართულებით ვიმუშავებთ“, - ამბობს კარასინი

ცნობისთვის, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, რუსეთთან "მიერთების" შესახებ "რეფერენდუმის" ჩატარება მიმდინარე წლის 17 ივლისს არის დაგეგმილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი