
"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს, დერეკ შოლეს "ქართული ოცნების" დამფუძნებელ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ჰკითხა რატომ მართლა არ შეუშლის ხელს ამერიკა მას გადარიცხვებში, ფუფუნების ნივთების შეძენასა თუ სხვა საკითხებშიც.
"აინტერესებდა რა შეიძლება ამერიკამ გააკეთოს და ამასთან დაკავშირებით იყო ჩვენი მხრიდან რაღაც პოზიციები დაფიქსირებული, რომ დაეხმაროს ქვეყანას და დაეხმაროს საქართველოს. ჩემი პოზიცია იყო, რომ ეს კაცი, ანუ ზემოთ მთაზე რომ ცხოვრობს, მაინც აბრალებს ამერიკას თავისი ექსპერტების თუ ხელის ბიჭების პირით, რომ ამერიკა ხელს უშლის მას შვეიცარიულ ბანკში რაღაც გადარიცხვებში, ვერტმფრენის ყიდვაში, ხელს უშლის ნახატების გამოტანაში, ჩემი ნათქვამი იყო Why don't you really do that, რატომ არ იზამთ მართლა, მართლა რატომ არ შეუშლით ხელს?" - თქვა ზურა ჯაფარიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, აშშ შეშფოთებულია, თუ რა ხდება მართლმსაჯულებისა და მედიის კუთხით საქართველოში.