"მქონდა შეხვედრა მოსამართლეებთან... ფაქტობრივად ბავშვებზე, ოჯახებზე არიან მისეული სამართალდამცავები და ასე აშანტაჟებენ მათ" - ვაშაძე

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველთან, დერეკ შოლესთან გამართული შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. 

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, შეხვედრისას საუბარი შეეხო "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საკითხს, ბიძინა ივანიშვილისა და სასამართლო სისტემაში არსებული "კლანის" წევრების სანქცირებას, ასევე, უკან გადადგმულ ნაბიჯებს რეფორმების კუთხით.

მისივე თქმით, გუშინ შეხვედრა ჰქონდა რამდენიმე მოსამართლესთან, რომლებმაც უთხრეს, რომ ხელისუფლება მათზე ზეწოლას ახორციელებს.

"იყო საუბარი მოსამართლეების სანქცირებაზე, კლანის წევრი მოსამართლეების და ჩვენ მივაწოდეთ რომ... მეგობრებო, მე გუშინ მქონდა შეხვედრა მოსამართლეებთან, ვერ ვიტყვი საჯაროდ ვისთან, შოკში ვიყავი რაც ახლა ხდება სასამართლოში. ფაქტობრივად ბავშვებზე და ოჯახებზე არიან მისეული სამართალდამცავი უწყებები და ასე აშანტაჟებენ მოსამართლეებს", - თქვა გიორგი ვაშაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი