"ამბობენ, რომ "ზემოდან" ნებართვას უნდა დაველოდოთ" | მიხეილ სააკაშვილთან მნახველებს არ უშვებენ

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დღეს არავის უშვებენ. კლინიკა "ვივამედში" შესვლას უკვე რამდენიმე საათია ცდილობს მისი ადვოკატი, შოთა თუთბერიძე, თუმცა ამის უფლებას არ აძლევენ. მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი უთხრეს ასევე ენმ-ის წევრს, დეპუტატ ეკა ხერხეულიძეს.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, უარის მიზეზად კლინიკაში ამბობენ, რომ "ზემოდან" ნებართვაა საჭირო.

"სამწუხაროდ, პენიტენციური სამსახური მუშაობს ისე, როგორც დღევანდელი ქართული ბიუროკრატია - ძალიან ცუდად და გაჭიანურებულად. უკვე თითქმის 2 საათის განმავლობაში ველოდებით მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას, თუმცა ამის საშუალება არ მომეცა ძალიან ბანალური მიზეზით, რომ უნდა დაველოდოთ ნებართვას "ზემოდან". წინასწარ აღებული წერილობითი თანხმობის პირობებში, მე და პარლამენტის ერთი წევრი, ველოდებით ვიღაცის დარეკვას პენიტენციური სამსახურიდან, ან რომელიმე სხვა ჩინოვნიკისგან იმისთვის, რომ საბადრაგო სამსახურს მიეცეს შესაძლებლობა, შეგვიშვან. ეს ნიშნავს უარის თქმას ადვოკატთან შეხვედრაზე უარის თქმას. ბუნებრივია, ჩვენ აქ განუსაზღვრელი დროით ვერ დაველოდებით, მით უმეტეს, რომ ბევრი მნახველი ჰყავს საქართველოს მესამე პრეზიდენტს. დაცვის მხარე ამას აღიქვამს როგორც ადვოკატისთვის დაცვის ქვეშ მყოფის მონახულებაზე უარის თქმას", - თქვა თუთბერიძემ.

მიხეილ სააკაშვილთან ასევე არ შეუშვეს პირად ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე. ყიფშიძე ამბობს, რომ მხოლოდ ექიმთან მოახერხა რამდენიმე წუთით გასაუბრება.

"ერთ ექიმთან ვიყავი 5 წუთი და მორჩა. პრეზიდენტთან არ ვყოფილვარ. არ შემიშვეს", - თქვა მან.

კლინიკა "ვივამედში" მისვლას დღეს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანიაც აპირებს. უცნობია, შეძლებს თუ არა ის შვილის მონახულებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი