თქვა, რომ მიშას აქვს ძაან ცოტა დრო და ყველაფერი უნდა გაკეთდეს მის უცხოეთში გადასაყვანად, მეორე, რაც მისთვის პრიორიტეტულია, ესაა მთავარი არხი - კობა ნაყოფიამ ნიკა გვარამია მოინახულა

გამოქვეყნდა:

ნიკა თავს გრძნობს ძალიან კარგად, არის მხნედ და კარგ ფორმაში - განაცხადა რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ კობა ნაყოფიამ, რომელმაც ნიკა გვარამია მოინახულა. როგორც ნაყოფია ამბობს, "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა საუბრისას მისთვის 2 პრიორიტეტული საკითხი გამოყო, რომელიც განსაკუთრებით აწუხებს და ესაა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და "მთავარი არხი": 

"თქვა, რომ მიშას აქვს ძაან ცოტა დრო და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ის გადაყვანილ იქნას უცხოეთში სამკურნალოდ, ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ბოლო პერიოდის განმავლობაში და ეს ძალიან აწუხებს.

მეორე - რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია, ესაა მთავარი არხი - შემოუთვალა ყველა ჟურნალისტს და მადლობას უხდის, მოვუყევი იმ დიდ სოლიდარობაზე, რომელიც გამოიჩინა ჟურნალისტურმა კორპუსმა მის მიმართ. ყველას დიდ მადლობას უხდის და მისთვის პრიორიტეტია, რომ მთავარმა იფუნქციონიროს შეფერხების გარეშე და უნდა გაკეთდეს ყველაფერი იმისთვის რომ მთავარი არხი შევინახოთ და შევინარჩუნოთ. ეს არის ხალხის არხი... ძირითადად ეს ორი საკითხი აწუხებს" თქვა კობა ნაყოფიამ.

კობა ნაყოფიას თქმით, ნიკა გვარამიას ტელევიზორი ამ დრომდე არ აქვს და იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს დღეებში ეს პრობლემა მოგვარდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი