შიშიმარინის მიერ მოკლული უკრაინელის ქვრივი თანახმაა, ოკუპანტი "აზოვსტალის" მცველებში გაცვალონ

გამოქვეყნდა:

პირველი რუსი სამხედრო, ვადიმ შიშიმარინი, რომელსაც უკრაინა ასამართლებს, დღესაც წარსდგა კიევში, სასამართლოს წინაშე. შიშიმარინის მიერ მოკლული უკრაინელი კაცის ქვრივი თანახმაა, რომ მისი ქმრის მკვლელი მარიუპოლის მცველებში გაცვალონ.

ეს განცხადება ქალმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გააკეთა. მან ქმრის მკვლელობის დეტალები გაიხსენა და თქვა, რომ ოკუპანტისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვს, თუმცა არც იმის წინააღმდეგი იქნება, თუ სამხედროს აზოვსტალის მცველებში გაცვალონ.

შეგახსენებთ, გამოძიებამ დაადგინა, რომ 28 თებერვალს, სუმის რაიონის სოფელ ჩუპახივკაში ბრალდებულმა უიარაღო ადგილობრივი, 62 წლის კაცი, ველოსიპედით გადაადგილების დროს მოკლა. შიშიმარინმა შუახნის კაცს თავში კალაშნიკოვის სისტემის ავტომატიდან რამდენჯერმე ესროლა.
 
ვადიმ შიშიმარინი 21 წლისაა. მსახურობდა მოსკოვის ოლქის მე-4 პანცერ კანტემიროვის სამმართველოში, იყო სატანკო დივიზიის მეთაური. შიშიმარინი ტყვედ ჩავარდა.

მას 10 წლამდე, ან  უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. შიშიმარინი გახდა პირველი რუსი სამხედრო, რომელიც უკრაინის სასამართლოს წინაშე წარსდგა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი