"ქალბატონ თეას ვეთანხმები თავიდან ბოლომდე. ქალბატონ თეას უყვარს თავისი სამშობლო, თქვენც უნდა გიყვარდეთ" | ზარქუა 

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ თეა წულუკიანს უცხოელ პოლიტიკოსებსა და ელჩზე თავდასხმაში სრულად ეთანხმება. "ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ ყველა, ვინც მათ აკრიტიკებს, "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტია.

"რა თქმა უნდა ვეთანხმები. ყველა ის ადამიანი, ვინც ერევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში. მათ შორის თქვენ ვინც დაასახელეთ და კიდევ არიან ბევრნი, ყველა მგონია, რომ უპასუხისმგებლოდ იქცევიან. ქალბატონ თეას ვეთანხმები თავიდან ბოლომდე. ქალბატონ თეასაც, ჩვენი გუნდის დანარჩენ ლიდერსაც უყვარს თავისი სამშობლო, თქვენც უნდა გიყვარდეთ. როდესაც უცხო პირი ერევა შიდა საქმეებში, სახელმწიფოს საქმეებში, ეს არის ქაოსი",- ამბობს ირაკლი ზარქუა. 

ცნობისთვის, თეა წულუკიანი, შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს. მთავრობის გადაყირავების მცდელობაში ადანაშუალებს- სწორედ ეს ტერმინი გამოიყენა კულტურის მინისტრმა, იან კელიზე საუბრისას და თქვა, რომ დიპლომატი საქართველოს ვერ იტანს. ეს განცხადებები, თეა წულუკიანმა, სახელისუფლებო მედიის, "იმედის" ეთერში, ნიკა გვარამიაზე საუბრის დროს გააკეთა და თქვა რომ, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, ასევე ამერიკის ყოფილი ელჩის საქართველოში, იან კელი, ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, მთავრობის ამოყირავებას გეგმავენ. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი