პოლიტიკური კლანი თავის მართლების რეჟიმშია. "ქართული ოცნება" თავის ყველაზე ოდიოზურ ლიდერს პროპაგანდისტულ კამპანიაში რთავს. თეა წულუკიანის ახალი მისიაა დაარწმუნოს ქართული საზოგადოება, რომ დასავლეთი "ქართული ოცნების" წინააღმდეგი არ არის.
კულტურის მინისტრმა მთელი გადაცემა დაუთმო იმ თეორიის განმარტებას, რომ საქართველოს ხელისუფლებას, მის ქმედებებს რუსეთ-უკრაინის ომში, და უარის თქმას სანქციებთან მიერთებაზე, მხოლოდ ევროპელების და ამერიკელების მცირე ნაწილი აკრიტიკებს და ეს არ არის ოფიციალური პოზიცია.
თავისი მინისტრის მხარდასაჭერად დღეს დილიდან ივანიშვილის პოლიტიკური კლანი მსგავსი მესიჯებით ალაპარაკდა, თუმცა საღამოს მმართველმა პარტიამ კიდევ ერთი მძიმე პასუხი მიიღო კვლავ დასავლელი პარტნიორებისგან.