"მიმდინარეობს ოპერაცია, დეტალებს არ ვამხელ" - პალამარი "აზოვსტალიდან" ვიდეომიმართვას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

აზოვის ბატალიონის მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარის "კალინა" აზოვსტალის ქარხნიდან სპეციალურ მიმართვას ავრცელებს და უარყოფს რუსეთის გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქარხანა დატოვა და ოკუპანტებს ჩაბარდა. 

„მიმდინარეობს ოპერაცია, რომლის დეტალებს არ ვამხელ. მადლობა მსოფლიოს და მადლობა უკრაინას მხარდაჭერისთვის. შევხვდებით",- ამბობს პალამარი ვიდეომიმართვაში. 

 შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსული მედიები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ პალამარი ოკუპანტებს ჩაბარდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი