"ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პოლიტიკურ დაკავებასთან დაკავშირებით ისაუბრა და თქვა, რომ ამერიკის საელჩოს განცხადება, მისთვის გაუგებარია.
საელჩოს განცხადებაზე კი, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავების უპრეცედენტო შესაძლებლობა აქვს, სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიზირებულად აღქმაც კი ზიანის მომტანია, კობახიძე ამტკიცებს, რომ "აღქმა სისულელეა".
კითხვაზე - იქონიებს თუ არა ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე კრიტიკული მედიის მენეჯერის დაკავება კობახიძე ამტკიცებს, რომ ვერ ხვდება "დრო რა შუაშია".
"აღქმა არის სისულელე, მთავარი არის ფაქტი. როგორ აღიქვამს ვიღაცა რაღაცას ეს არის აბსოლუტური ნონსესი, რომ ვიღაცამ ამის საფუძველზე რაღაცა გადაწყვეტილება მიიღოს...მთავარია გვარამიამ ჩაიდინა თუ არ ჩაიდინა დანაშაული. როდესაც საელჩოს განცხადებაში წერია, რომ დრო აჩენს კითხვებსო? აი დრო რა შუაშია. თქვენ შეგიძლია განმიმარტოთ დრო რატომ შეიძლება აჩენდეს კითხვებს ან აღძვრის, ან განაჩენის შეფარდების?",- ამბობს კობახიძე.
შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას დაკავებაზე საქართველოში აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ ეს "ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი".