რაც დონბასში ხდება ჯოჯოხეთია და ეს არ არის გაზვიადება - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელი სამხედროები ხარკოვის რეგიონის გათავისუფლებას აგრძელებენ, თუმცა დონბასში ოკუპანტები წნეხს ზრდიან.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, დონბასში არსებული ვითარება "ჯოჯოხეთია და ეს არ არის გაზვიადება"

"სევეროდონეცკის სასტიკი და აბსოლუტურად უმიზნო დაბომბვა...  12  დაღუპული და ათობით დაჭრილი სულ რაღაც ერთ დღეში. სხვა ქალაქების დაბომბვა, რუსული არმიის საჰაერო და სარაკეტო თავდასხმები - ეს ყველაფერი მხოლოდ საომარი მოქმედებები არ არის.

რუსული დარტყმები ჩერნიგოვზე, კერძოდ, საშინელი დარტყმა დესნაზე, ბევრი დაღუპული; მუდმივი დარტყმები ოდესის ოლქზე, ცენტრალური უკრაინის ქალაქებზე, მთლიანად განადგურებული დონბასი - ამ ყველაფერს  არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს არავითარი სამხედრო ახსნა რუსეთისთვის.

ეს არის მიზანმიმართული და დანაშაულებრივი მცდელობა, მოკლან რაც შეიძლება მეტი უკრაინელი, დაანგრიონ რაც შეიძლება მეტი სახლი, სოციალური ობიექტი, საწარმო.

ეს არის ის, რაც დააკვალიფიცირებს უკრაინელი ხალხის გენოციდს და რისთვის ოკუპანტები აუცილებლად დაისჯებიან", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი