უკრაინელებმა ქვეყნის აღმოსავლეთით 40 რუსი ოკუპანტი და 2 ტანკი გაანადგურეს

გამოქვეყნდა:

ოპერატიული-ტაქტიკური ჯგუფის "აღმოსავლეთის" პასუხისმგებლობის ზონაში უკრაინელმა სამხედროებმა 40 რუსი ოკუპანტი, ორი ტანკი და ორი ჯავშანტრანსპორტიორი გაანადგურეს. ინფორმაციას ჯგუფი Facebook-ზე ავრცელებს.

"უკრაინელი დამცველები აგრძელებენ აგრესორის შეკავებას ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის, "აღმოსავლეთის" პასუხისმგებლობის ზონაში. მტრის დანაკარგებია: პერსონალი - 40, ტანკი - 2, ჯავშანტრანსპორტიორი - 2", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 19 მაისის მონაცემებით, უკრაინელებმა 24 თებერვლის შემდეგ 28 500 რუსი აგრესორი მოკლეს. ოკუპანტებმა დაკარგეს 1 254 ტანკი, 3 063 ჯავშანტექნიკა, 595 საარტილერიო სისტემა, 199 სარაკეტო კომპლექსი, 203 თვითმფრინავი, 167 ვერტმფრენი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი